Thursday 8 November 2018

პირველი დღის რეფლექსია

პირველ დღეს გავეცანით ინტელის პროექტის მიზნებსა და ამოცანებს.ტრენინგის მოდულებს,პროექტის გეგმის შაბლონს.განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა.

Sunday 4 November 2018

მე-9დღის რეფლექსია

დღევანდელი დღით შევაჯამეთ ჩვენი წარმატებული ცხრა დღის მუშაობა"პროექტებით სწავლება".განვიხილეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,მასწავლებლების მიერ  წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო პროექტები. მე წარმოვადგინე პროექტი "ქართული ტრადიციები".რომელიც გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.ვფიქრობ საინტერესო იყო ჩემს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია. ძალიან კმაყოფილი ვარ,რადგან შეძლებისდაგვარად შევისწავლე ბევრი რამ პროექტით სწავლებასთან დაკავშირებით.ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პატივცემულ ტრეინერს ქალბატონ მაია უფლისაშვილს გაწეული შრომისათვის.

Saturday 3 November 2018

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

სასწავლო პროექტი -  ქართული ტრადიციები 


მე-8 დღის რექლექსია

გავეცანით მე-7მოდულს.ეს მოდული დამეხმარება პროექტზე მუშაობისას  როგორ შევქმნა პროცედურები,როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს.რაც გამიადვილებს პროექტზე მუშაობის პროცესს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday 27 October 2018

მე-7დღის რეფლექსია

გავეცანით მე-5 და მე-6 მოდულებს. გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებისას.თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბლიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები.ლიტერატურის გამოყენების თავისებურებებს გავეცანით რომელსაც  გამოვიყენებთ პროექტის მუშაობისას.

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია